ამინდის მიუხედავად, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ამინდის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე, თბილისის პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტეტსტო აქცია განახლდა. 

აქციაზე გამომსვლელი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების წარმომადგენლები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ცესკოს მონაცემებს არ აღიარებენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.

ცნობისთვის, პარლამენტში შესვლაზე უარი უკვე თქვეს "ნაციონალურმა მოძრაობამ""სტრატეგია აღმაშენებელმა", "ევროპულმა საქართველომ""ლელომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ" .

პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს "პატრიოტთა ალიანსიც".

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პარლამენტის წინ აქცია გუშინ, 1 ნოემბერსაც, გამართა. 

ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი