კრიტიკა დიპლომატიური განცხადებების უკან - საერთაშორისო მისიები არჩევნების ლეგიტიმურობაზე არ საუბრობენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ამბობს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად შეაფასეს, თუმცა თავად საერთაშორისო მისიები თავიანთ მოხსენებებში არჩევნების ლეგიტიმურობას არ ახსენებენ. 

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" დასკვნაში ყველა იმ დარღვევაზეა საუბარი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით კოორდინატორები, რომლებიც "დაშინების ეფექტს" ქმნიდნენ. დასკვნაში საუბარია, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობაზე და სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე.

NDI წერს, რომ საარჩევნო ოქმებში  არსებულმა უზუსტობებმა და შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ ვერ გადაფარა ის წინსვლა, რაც 31 ოქტომბრის არჩევნების წინ, კანონმდებლობის კუთხით იქნა მიღწეული.

"ძალადობისა და დაშინების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ხშირად ისმოდა ბრალდებები სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ. მაღალი იყო ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებიც", - წერია დასკვნაში.

ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდნენ და გადასცეს ის ვიდეო და ფოტომასალა, სადაც მათი თქმით, არჩევნების გაყალბების ფაქტებია ასახული.

ეუთო/ოდირის წარმომადგენლები კი ამბობენ,რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას ქართველი ხალხი წყვეტს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ტვიტერზე დაწერა, რომ "თავისუფალ არჩევნებზე თაღლითობის ადგილი არ არის".

ამერიკის საელჩომ კი პარტიებს ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპის და ამერიკის საკითხებში მინისტრი, ვენდი მორტონი მხარეებს არჩევნების მოერე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ მოუწოდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი