არჩევნებზე არსებული დარღვევები შემაშფოთებელია - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნდა:

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე არსებულ დარღვევებს შემაშფოთებელად აფასებს და ხელისუფლებას საჩივრების შესწავლისკენ მოუწოდებს. 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის არჩევნების დარღვევები, სავარაუდოდ, 2016 წლის არჩევნებზე რეგისტრირებულ დარღვევებს აღემატება.

"ყურადღებას ვამახვილებთ შემაშფოთებელ დარღვევების შესახებ არსებულ ცნობებზე (სავარაუდოდ, ისინი აღემატება 2016 წლის არჩევნების დროს რეგისტრირებულებს). ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საჩივარი სათანადო დაკვირვებით, ინსტიტუციონალური პროცესების სათანადო პატივისცემით და არსებული პროცედურების შესაბამისად შეისწავლოს. ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესისადმი გამჭვირვალობასა და ნდობას, განსაკუთრებით, მეორე ტურის წინ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ტვიტერზე დაწერა, რომ "თავისუფალ არჩევნებზე თაღლითობის ადგილი არ არის".

ამერიკის საელჩომ კი პარტიებს ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპის და ამერიკის საკითხებში მინისტრი, ვენდი მორტონი მხარეებს არჩევნების მოერე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ მოუწოდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი