"იმის მაგივრად, ვებრძოდეთ ოკუპანტს, ვსაუბრობთ არჩევნების ლეგიტიმურობაზე. ეს რა დაგვემართა, ხალხო? - ჩარკვიანი

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოზე, თაკო ჩარკვიანი, ამბობს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცებაა.

როგორც თაკო ჩარკვიანი ამბობს, "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და კმაყოფილია იმით, რომ პარტიის თითოეული წევრის გადაწყვეტილება გაყალბების პირობებში მიღებული მანდატებზე უარის თქმა იყო. 

"იმის მაგივრად, რომ ვებრძოდეთ ოკუპანტ რუსეთს, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არჩევნების ლეგიტიმურობაზე. ეს რა დაგვემართა, ხალხო? დღეს სახელმწიფო მიტაცებულია და ბოლომდე ნუ მივცემთ", - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

მისი თქმით, განსხვავებული შეხედულების პოლიტიკური პარტიები იმიტომ გაერთიანდნენ, რომ მომავალში საქართველო დასავლური ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. 

გარდა ამისა, თაკო ჩარკვიანი გიორგი რურუაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამარტოო საკანში დატყვევებული პატიმრის ცემა ძალიან არაკაცურია".

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა - "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ" , "გირჩმა""სტრატეგია აღმაშენებლმა".  

პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს "პატრიოტთა ალიანსიც"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი