იტალიაში კორონავირუსის რეკორდულად ბევრი - 37 809 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 37 809 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ქვეყნისთვის, 34 505-ის შემდეგ, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მაღალია 24 საათში გადაცვლილთა რაოდენობაც - 446.

ბოლო ინფორმაციით, განსაკუთრებით მილანი დაზარალდა, სადაც 9 934 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, ახალი შეზღუდვების შესახებ ისაუბრა, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათის ამოქმედებას და რამდენიმე რეგიონის ორკვირიან ჩაკეტვას გულისხმობს. დაიხურა მუზეუმები, გალერეები და ყველა ტიპის სავაჭრო ცენტრი, სურსათის მაღაზიების გარდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში შეზღუდვები რამდენიმე კვირის წინაც გამკაცრდა. პირბადის ტარება სავალდებულო გახდა როგორც დახურულ სივრცეებში, ისე - ქუჩებშიც. 

რეგულაციების გამო, ქვეყანა, უკვე ერთ კვირაზე მეტია, საპროტესტო აქციებმა მოიცვა. პოლიცია და მომიტინგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ფლორენციაში, რომში, ნეაპოლში, ტურინსა და ბოლონიაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი