ივანიშვილი და მისი გუნდი სჯის ყველას, ვინც სისტემას ამხელს - გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები

გამოქვეყნდა:

ისნის საოლქო საარჩევნო კომიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებულების, აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის, ადვოკატები ბრალის აბსურდულობაზე საუბრობენ.

"წარდგენილი პრეტენზიები არის აბსურდული. სრული უსინდისობაა, როცა ხელისუფლება ადამიანის გარდაცვალებით ცდილობს მანიპულაციასა და პოლიტიკური ქულების დაწერას. ადვოკატებს საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, მაგრამ უკვე ჩანს, რომ ხელისუფლება მას პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს - ეს კი სამარცხვინო და სამართლებრივად საშიშია", - ამბობს ადვოკატი, ბექა ბასილაია. 

ამასთან, ადვოკატების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი სჯის ყველა იმ ადამიანს, ვინც სისტემა ღიად ამხილა. 

"დაკავებულები "მთავარ არხზე" გამოვიდნენ და საარჩევნო პროცესი განმარტეს, როგორც საკითხის ექსპერტებმა. როცა არავითარი საფუძველი არ გაქვს ადამიანის დაკავების, გჭირდება ერთი რამ - მოძებნო მოწმე, თითქოს, უდანაშაულები ბრალდებულები არიან. გაუჭირდათ ასეთის მოძებნა", - ამბობს ადვოკატი, დავით ჩომახიძე. 

შეგახსენებთ, რომ შსს დაკავებულებს შსს მუქარაში, იძულებასა და ქრთამის მიცემაში ადანაშაულებს. უწყება ამტკიცებს, რომ ხუსკივაძემ და კობალაძემ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თედო გობეჯიშვილს, რომელიც ამავე დროს დაკავებულების მეგობარი იყო, აიძულებდნენ ქართამი აეღო და დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობდა. 

დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე კომენტარში, ხუსკივაძე ამბობდა, რომ პოლიცია მისით მას შემდგ დაინტერესდა, რაც "მთავარი არხის" ეთერში არჩევნების გაყალბების სქემებზე ისაუბრა.

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი