
"ევროპული საქართველოს" ერთიერთი წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვები აქციის მონაწილეებში პროტესტს ვერ ჩააქრობს.
მისი თქმით, არ შეიძლება, რომ კორონავირუსს ხელისუფლება ერთდროულად "კომენდანტის საათით" და წყლის ჭავლით ებრძოდეს.
"მე დავინახე, რომ მათ თავისი ხალხი სძულთ, სხვანაირად წარმოუდგენელია, ნოემბრის თვეში წყლის ჭავლი მიუშვა ადამიანებს, აი, ასეთ ვითარებაში, როცა პანდემია თითქმის პიკშია. დანარჩენი, ყველაფერი, როცა საუბრობენ, რომ ცდილობენ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, გუშინ იმ წყლის ჭავლმა დაგვანახა, რომგორი ფარისევლები არიან, საერთოდ არავის ჯანმრთელობა არ აინტერესებთ. ეს კოვიდიც აინტერესებთ იმდენად, რამდენადაც მათზე შეუძლიათ თავიანთი პოლიტიკური განცხადებები ააგონ" - თქვა ირმა ნადირაშვილმა.
ირმა ნადირაშვილი "ცესკოს" თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და ამბობს, რომ მას გუშინ ღამით დასისხლიანებული, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანების გამო უნდა რცხვენოდეს.
ცნობისთვის, გუშნ ღამის დარბევის შემდეგ დაანონსებული აქცია რუსთაველის გამზირზე უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს.
შს მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება.
მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი, ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ მოესწრო.
წყლის ჭავლის გამოყენებაზე განცხადება გაავრცელეს სახალხო დამცველმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ", "სამართლიანმა არჩევნებმა"