სიმბოლურია, რომ ესებუა გაექცათ და შეშას დასდევს პოლიცია - ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქართული საზოგადოება "ოცნების" უკანონო მმართველობას და ავტორიტარიზმს არ ემორჩილება. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ამ დრომდე დარჩენილი ხალხი კი, სწორედ ამის დასტურია.

"სირცხვილია, რომ ესებუა გაექცათ და შეშას დასდევს პოლიცია. რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ სიმბოლურია, რომ რა დღეშია სახელმწიფო, ხომ?", - თქვა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საქართველოში მალე უნდა დასრულდეს რეჟიმი, რომელიც ძალადობრივია, დგას რეპრესიებზე და პატივს არ სცემს მოქალაქეების ნებას. მისი თქმით, ოპოზიცია გამარჯვებას მიაღწევს, თუმცა, მთავარია, ამ ბრძოლაში ნაკლები ადამიანი დაზარალდეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში ღამის 10 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება (როგორც ქვეითად, ასევე - სატრანსპორტო საშუალებით) შეიზღუდა.

დღეს კი, ახალგაზრდა აქტივისტები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 22:00 საათის შემდეგაც რჩებიან. მათ გასათბობად მომარაგებულ შეშას პოლიცია ართმევს. 

აქვე, ახალგაზრდა აქტივისტებს, პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ - ელექტრო გამათბობლების მიტანა ურჩია რუსთაველის გამზირზე. 

ასევე შეგახსენებთ, რომ გუშინ ხელისუფლებამ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვა ისე, რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილა. 

შს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება. მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი, ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ მოესწრო. 

წყლის ჭავლის გამოყენებაზე განცხადება გაავრცელეს სახალხო დამცველმა"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ""სამართლიანმა არჩევნებმა" და თქვეს, რომ პოლიციას პროპორციული ღონისძიებების გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლო და ის ვალდებული იყო, გაეცა გაფრთხილება აქციის მონაწილეებისათვის.

მთავარი შაბათს | 25.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი