გურიაში, ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის წინ ოპოზიციამ, მოქალაქეებთან ერთად, შემაჯამებელი ოქმების მიღება აქციით გააპროტესტა.
აქციამდე, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია პროტესტის ნიშნად დატოვეს, ოპოზიციის – "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსის", "ლეიბორისტული პარტიის", "ერთიანი საქართველოს" წარმომადგენლებმა საოლქო კომისიაში.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ოზურგეთის საოლქო კომისიამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საარჩევნო კომისიებში ოქმების დაჯამების ბოლო დღე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, თბილისშიც და რეგიონებშიც, მათ შორის ზუგდიდში, წყალტუბოში, ბათუმში, და გორში.