სალომე ზურაბიშვილის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის მადლობის თქმის გამო "ქართული ოცნება" თავს უხერხულად გრძნობს. ყარაბაღში რუსი "სამშვიდობოების" ჩაყენების გამო ნათქვამი მადლობა იმდენად არადიპლომატიური იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი კომენტირებაც კი არ ისურვა. დავით ზალკალიანი პრეზიდენტის განცხადების შესახებ კითხვას გაექცა.
ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის მეთაურის პოლიტიკური არაადექვატურობის კიდევ ერთი ღია დადასტურებაა. უფრო მეტიც, სალომე ზურაბიშვილის მილოცვა რეგიონის ქვეყნებშიც კი განხილვის საგნად იქცა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ომის დასრულებას ხელი 10 ნოემბერს მოაწერა.
შეთანხმების ერთ-ერთი პუქნტის მიხედვით, რუსეთი ყარაბაღში ახალ ბაზას ქმნის და ე.წ. "სამშვიდობოებს" აყენებს.
ამის ფონზე კი, სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის.
პრეზიდენტის მადლობის პირველი შედეგი უკვე დადგა. საქართველომ რუსულ სამხედრო სატრანსპორტო ხომალდებს საჰაერო სივრცე გაუხსნა.
ილიუშინის ტიპის სატრანსპროტო ხომალდებმა საქართველოს სივრცე რამდენჯერმე გადაკვეთეს. დანიშნულების ადგილი სომხეთი იყო, გამოფრენის ადგილები კი მოზდოკისა და უალ ნოვსკის სამხდრო საჰაერო ბაზები
ავტორი: შოთა კიკნაძე