ამ წუთებში საქალაქო სასამრთლოში მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით, იკითხებიან ყოფილი სამხედროები, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიარარებულ ძალებში მსახურობდნენ. საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ სუს-ში წარდგენილ სიას და განაცახდებას, რომ ოპზიციია გარკევული დაჯგუფბებებს დახმარებით "ქვეყანაში სახელმწიფო გადატირალებას" გეგმავდა.
გამოძიება ინტერესდება იცნობენ, თუ არა დევი ჭანკოტაძეს და ვანო ბერაბიშვილის; ფლობენ თუ რა იარაღს და თუ აქვთ იარაღის ტარების უფლება. ყოფილი სამხედროები ამბობენ, რომ მათი საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი არის ის განცხადება, რომელიც ვეტერანებმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელეს, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას თანადგომა გამოუცხადეს. ყოფილი სამხედროებისვე თქმით, სახელმწიფო სუს-ის დამხარებით ცდილობს მათზე ზეწოლა მოახდინოს და დაშინოს.
პოლიციის პოლკოვნიკი, ბესიკ ნადირაძე ამბობს, რომ მისთვის ეს ბრალდება დამამცირებელია, რადგან მთელი ცხოვრება ერსა და ქვეყანას ემსახურებოდა.
სამართლიანობაზე, რა გითხრათ ძალიან შეურაცხყოფილი ვარ და დამცირებულად ვგრძობ თავს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ერის და ქვეყნის სამსახურში ვიყავი, მის მშვიდობას ვემსახურებოდი და ახლა აღმოჩნდა, რომ მე და ზოგიერთი ჩემი მეგობარი, თურმე, ქვეყნის გადამტრიალებლები ვყოფილვართ, - თქვა ბესიკ ნადირაძემ
სამხედრო პოლკოვნიკის არჩილ ომიაძის თქმით, "სახემწიფო გადატირალები" ბრალდება აბსურდული.
ემოციურად ძალიან მძიმეა, მთელი ცხოვრება სამხედრო ძალებში ვიყავი ამ ქვეყნის ინტერესებისვის ვიბრძოდი, ამ აბსურდული ბრალდებით, თუნდაც მოწმის სახით დამიბარეს და რაღაც სისულელებზე მიწევს კომენტარების გაკეთება. საარჩევნო პროცესში ჩართული პირი ვარ, როგროც დამკვირვებელი და ეს ალბათ დაშინებასაც ისახავს მიზნად, - ამბობს არჩილ ომიაძე
ადვოკატი, ბექა ბასიალია ამბობს, რომ ეს არის კიდვე ერთი აბსურდული საქმე ოპონენტების წინააღმდეგ, სადაც არანაირი მტკიცებულება არა დევს.
ამ საქმის ერთადერთი ამოცანა არის პროპაგანდა, რომ თითქოს რაღაც სახიფათო ხდებოდა საარჩევნო პროცესებისას და რომ ეს ორკესტრირებული იყო ოპოზიციის მხრიდან რაც არის სრული ბლეფი და ეს ჩანს ყოველი აქ წარმოდგენილი ადამიანის მიერ მიცემულ ჩვენებაშიც. დღეს დაკითვაზე დაბარებულია 12-მდე პირი, სუს-ში სულ გამოკითხვაზე იყო 60-მდე პირი. სასამრთლო წესიტ დაკითხულია 20-მდე პირი, - ამბობს ბექა ბასილაია
აქვე გეტყვით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებიდან მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო.
ირაკლი კობახიძე, 5 ნოემბერს სუს-ში იყო დაბარებული და იმ სიის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ქვეყანაში "გადატრიალებას" გეგმავდა. კობახიძემ თქვა, რომ ამ გეგმის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი არიან.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კობახიძე ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია "შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავდა".
კობახიძის ბრალდების შემდეგ, 6 ნოემბერს NGO-ების წარმომადგენლებიც სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
2014 წლიდან, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრული ეს უკვე მეოთხე საქმეა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიბეული არ არის.