საგამოძიებო უწყებიდან ნიკა მელიას ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. მიუხედავად იმისა, რომ მის საარჩევნო შტაბზე განხორციელებული თავდასხმიდან თითქმის 2 დღე გავიდა და მელიამ პირდაპირ ეთერში დაასახელა ადამიანები, რომლებიც მისი ინფორმაციით შტაბის გადაწვაში მონაწილეობდნენ, ამ დრომდე უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება.
ნიკა მელია მისი ოფისი გადაწვაში კალაძე-კობიაშვილს და მათთან დაახლოებულ ძმებ შუკაკიძეებს ადანაშაულებს.
პარადოქსია, როცა ე.წ. კანონიერი ქურდი გიჩივის და მისი სახელით 3 ადვოკატი ატარებს პრესკონფერენციას. გამოდიან ბრალდებაზე, რომელიც საფუძველსმოკლებულა, მოდი იმაზე ისაუბროს ხელისუფლებამ, ვინ დაწვა ოპოზიციის შტაბი. რატომ არავინ არ არის დაკავებული. ეს აღარ არის სახელმწიფო, ეს არის კრიმინალური ხელისუფლების ტერიტრიაზე არსებული დაჯგუფებები - ამბობს ნიკა მელია.
გადამწვარი ოფისი ამ დრომდე დალუქულია, ამოღებულია სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის.
შეგახსენებთ, ნიკა მელია მისი შტაბის გადაწვის ორგანიზატორებად დედაქალაქის მერს და მის კონკურენტს ამავე ოლქში, ლევან კობიაშვილს ასახელებს, ხოლო შემსრულებლებად ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს- ძმებ შუკაკიძეებს.
მელიას ბრალდებებს უპასუხეს როგორც კახა კალაძემ, ისე ლევან კობიაშვილმა. განცხადება გააკეთეს შუკაკიძეების ადვოკატებმა.
საარჩევნო შტაბი გუშინ, 16 ნოემბრის გამთენიისას დაწვეს. შენობაში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შეყარეს