ილია II-ემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დალოცა - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

გამოქვეყნდა:

ილია მეორემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დალოცა, რომელმაც, თავის მხრივ, პატრიარქთან შეხვედრის გამო სიხარული გამოხატა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"შეხვედრის დაწყებისას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა დალოცა სახელმწიფო მდივანი მ. პომპეო, რომელმაც, თავის მხრივ, სიხარული გამოხატა უწმინდესთან შეხვედრის გამო", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყრდრე, შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და სხვა ოფიციალური პირები.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და პატრიარქმა ილია II-ემ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი განიხილეს.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამერიკა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რეგიონის საკითხებში. 

პრეზიდენტის შემდეგ, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიასაც შეხვდა. გახარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა რაც ქვეყანას გააჩნია და გრძნობენ, აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. 

განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც ნათქვამია, რომ აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი