მაიკ პომპეომ საქართველოში COVID-19-თან ბრძოლასა და კიბერუსაფრთხოებაზე ისაუბრა - აშშ-ის სახ.დეპარტამენტი

გამოქვეყნდა:

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე, ქეილ ბრაუნი, დეპარტამენტის ვებგვერდზე მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს აჯამებს და განცხადებას აქვეყნებს.

"სახელწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა თბილისში. პომპეომ და გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა და დემოკრატიაში დამოუკიდებელი სასამართლოს აუცილებელი როლი. პომპეომ მოუწოდა საქართველოს, გააგრძელონ აქტიური ზომების მიღება COVID-19–თან საბრძოლველად და, ასევე, გააუმჯობესონ კიბერუსაფრთხოება. მდივანმა პომპეომ კვლავ გაიმეორა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენულობას და ტერიტორიულ მთლიანობას, რუსული ოკუპაციის საპირისპიროდ." – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მაიკ პომპეომ ტვიტი გაავრცელა, რომ საქართველოსა და აშშ–ის ორმხრივი ურთიერთობა საქართველოს ტერიტორიული მთიალობის ერთგულების საფუძველია.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გადათვლის პროცესი გაუმჭირვალედ მიმდინარეობდა იხილეთ აქ.

ცნობისთვის, პრემიერმა გახარიამ, პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა რაც ქვეყანას გააჩნია და გრძნობენ, აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. 

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რომელიც დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ქვეყანა უკვე დატოვა. 

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ოპოზიციის ონლაინ შეხვედრა პომპეოს მოადგილე ფილიპ რიკერთან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი