გადათვლის პროცესი "ცესკოში" გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა - სახელმწიფო დეპარტამენტი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმანეტში მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ოფიციალური პირები "ცესკოში" ჩატარებულ გადათვლის პროცესსაც შეეხნენ. მათი თქმით, "ცესკოში" პროცესები გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა. 

"თავიდან, არჩევნების ოფიციალური შედეგები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური PVT დათვლის შედეგებთან ახლოს იყო. ამიტომაც, არჩევნების დასრულების შემდეგ მყისიერად ცხადი არ გამხდარა, რომ არჩევნები ფატალური ხარვეზებით ჩატარდა. რამდენად ცუდი იყო ეს არჩევნები მანამდე ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, სადაც არჩევნების ხელახალი ჩატარება არ მოუთხოვიათ? და მაინც, ჩვენ ყველას ვაგულიანებდით, რომ კანონიერი გზისთვის მიემართათ. ხმების გადათვლამ, რომელიც ვაღიაროთ, ისე გამჭვირვალედ არ ჩატარებულა "ცესკოს" მიერ, როგორც საჭირო იყო, გააღრმავა ეჭვი, რომ არჩევნების შედეგები, შესაძლოა, სანდო არ ყოფილიყო", - ითქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ 31 ოქტომბერს არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზეც საუბრობს, რასაც ეუთოს და აშშ-ს მისიის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

"ეუთოს დამკვირვებლებმა არჩევნებზე დააფიქსირეს ისეთი დარღვევები, როგორებიცაა, ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, რაც ჩვენმა წარმომადგენლებმაც აღნიშნეს. საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებაც ამას ადასტურებდა", - წერია ტრანსკრიპტში. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები საკმაოდ "დეფექტიანი" აღმოჩნდა. 

"ბოლო 30 წლის განმავლობაში, მიმდინარე წელს საქართველოში ყველაზე "დეფექტიანი არჩევნები" ჩატარდა. სახეზე იყო ამომრჩევლის მოსყიდვის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფაქტები, მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემის მიზნით", - ვკითხულობთ ტრანსკრიპტში. 

არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გარდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ არსებულ უნდობლობაზეც ისაუბრეს. 

აქვე შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამერიკა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რეგიონის საკითხებში. 

პრეზიდენტის შემდეგ, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიასაც შეხვდა. გახარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა რაც ქვეყანას გააჩნია და გრძნობენ, აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. 

ამის პარალელურად კი, ოპოზიცია დილის 11 საათიდან აქცია მსვლელობებს მართავდა. მათ სპეციალური ბანერებითა და სტიკერებით გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი