ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის გარდაცვლილი თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის საქმის "ოქროს მოწმე", რომელმაც სავარაუდოდ პროკურატურისთვის სასურველი ჩვენების სანაცვლოდ, ახალი თანამდებობა მიიღო, ახალ სამუშაო ადგილას ცოტა ხნის წინ მივიდა.
ზაალიშვილი ამბობს, რომ აპირებს "თედო გობეჯიშვილის დაწყებული საქმის გაგრძელებას". მისივე თქმით, ის თანამდებობას მხოლოდ დროებით, არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე დაიკავებს.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით კი, ზაალიშვილი ამბობს, რომ გამოძიებას უთხრა ის, რაც თედო გობეჯიშვილმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უამბო:
აქ არანაირი დანიშვნაზე და სამსახურზე საუბარი არ არის. ჩვენ უბრალოდ რაც 4 ოქტებრიდან დავიწყეთ თედო გიბეჯიშვილთან ერთად, მინდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო და ჩავატაროთ მეორე ტურები ისე, როგორც ამას თედო ისურვებდა - ამბობს ზაალ ზაალიშვილი და ამტკიცებს, რომ არ ემსახურება არც ერთ პარტიას, ნეიტრალურია და მხოლოდ საარჩევნო კოდექსით მოქმედებს.
საოლქო კომისიის თავმჯდომარე კი ამავე კომისიის წევრი, ფიქრია ნიკოლაიშვილი გახდა, რომელიც ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ხელისუფლების დახმარებით მას და მისი ოჯახის წევრებს, ასობით ათასი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული. ერთ ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია ნიკოლაიშვილის დაც - ელისო ნიკოლაიშვილი, ხოლო სიძე - იმ კომპანიის მფლობელია, რომელიც ისანში, თითქმის ყველა ძვირადღირებულ ტენდერს იგებს.
შეგახსენებთ, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. იმავე საღამოს დაკითხვებზე დაიბარეს და დააკავეს გობეჯიშვილის მეგობრები ისნის საოლქო კომისიის წევრები ოპოზიციიდან, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე.
შსს ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.
გამოძიება სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.
პარალელურად ხელისუფლებამ მისთვის ჩვეულ მეთოდებს მიმართა და აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინააღმდეგ, დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო.