თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს; მას ბრალს ოფციალურად დღეს, 2 საათზე წაუყენებენ.

გამოძიება, 31 წლის მამაკაცს , ორი ან მეტი პირის  მძველად აყვნას და იარღის უაკნონო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება;  

შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, რომ შენობაში 1 შეიარაღებული პირი და 9 მძევალი იმყოფებოდა

ლევან ზურაბიშვილმა საკუთრი მოთხოვნები Facebook-ზე პირდაპირი ეთერით გააჟღერა და პოლიტიკოსებს 3 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვა.

დაკავების შემდეგ,  პოლიციამ ზურაბაშვილს ბრალი დაუმძიმა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ადვოკატების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცის მოტივი ყაჩაღობა არ ყოფილა და მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში შეჭრა საკუთარი მოთხოვნების გასახმოვანებლად გამოიყენა და ზურაბაშვილი მათ ბოდიშსაც უხდის. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი