უკეთესი იქნებოდა, მეორე ტური რომ არა, შეზღუდვები უფრო ადრე დაწესდებოდა - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში საარჩევნო პროცესი რომ არ ყოფილიყო შეზღუდვები ბევრად უფრო ადრე, მაგალითად, ნოემბრის დასაწყისში დაწესდებოდა. "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო" - თქვა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ქვეყანამ გადაწყვიტა ამ შემთხვევაშიც დანის პირზე ეარა, რადგან საქმე უმნიშვნელოვანეს არჩევნებს ეხებოდა.

"ამიტომ, რა თქმა უნდა, იმ გადასახედიდან რასაც მეკითხებით, კი ბატონო, უკეთესი იქნებოდა, იგივე, ვთქვათ, მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, ეს შეზღუდვები შეიძლება დაწესებულიყო ნოემბრის დასაწყისში და ეფექტს, ალბათ, მეტს მივიღებდით, მაგრამ ახლა აუცილებლად დასაწესებელია", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით 2 ვერსიას განიხილავენ და კონრეტული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი. 

ტიკარაძის თქმით, 2 კვირიანი პერიოდის შეფასებით შემდეგ მეტად გამაკცრებულ სქემას მიიღებენ, ან პრიქით შეამსუბუქებენ. ამ პეიროდის განმავლობაში კი ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას დააკვირდებიან. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი