6 საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა - ჩაინიშნა მეოთხე რაუნდი

გამოქვეყნდა:

6 საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. "ოცნების" ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ვერც ამჯერად მიაღწიეს შეთანხმებას, თუმცა აუდიენციიდან გამოსული პოლიტიკური ლიდერები ამბობენ რომ პოზიციები დაახლოვდა და მოლაპარაკებები კიდევ გაგრძელდება.

"ქართული ოცნება" მათავარ მოთხოვნას - ვადამდელ/ხელახალ არჩევნებს არც კი განიხილავს და სავარაუდოდ მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას თანხმდება.

ყველა თანხმდება რომ ფუნდამენდტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო ქვეყანაში, რაზეც გაგრძელდება მსჯელობა. არის საკითხები, სადაც ვერ ვთანხმდებით. ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების საკითხი, თუმცა შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას" - ამბობს სტრატეგი აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე 

განსხვავებები რჩება, მაგრამ იყო სასარგებლო შეხვედრა და ვფიქრობ რომ ეს დრო ჩვენ კარგად გამოვიყენეთ - ამბობს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში, ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი უკვე ჩანიშნულია - შეხვედრა ხვალ გაიმართება.

დღეს კი მოლაპარაკებები დილის 11 საათიდან დაიწყო და თითქმის 6 საათს გაგრძელდა.

ამჯერად შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძის გარდა, ხელისუფლებიდან ირაკლი კობახიძეც დაუშვეს.

მედიასთან კომენტარი მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციის სხვა წევრებმაც გააკეთეს: 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა კი შემდეგ რაუნდზე პირდაპირ ივანიშვილის დასწრება მოითხოვა, რადგან შალვა ნათელაშვილის თქმით, სწრედ ის წყვეტს ხელისუფლებას რა პოზიცია ექნება და არა თალაკვაძე-კობახიძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი