"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით Facebook-ზე ირონიულ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ყველაფრის ცივი გონებით გაანალიზების შემდეგ დარწმუნდა, რომ 2020 წლის არჩევნები მართლაც ტოტლურად გაყალბდა.
ამის "დასამტკიცებლად" მისი თქმით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელბის კომენტარები ამოკრიბა არჩევნებში მათ შედეგებთან დაკავშირებით და ჯამში "აღმოაჩინა", რომ ოპოზიციამ არჩევნებში 100% აიღო.
"გამოვდივარ ინიციატივით, მომავალ წელს ჩავატაროთ პლებისციტი, სადაც ქართველ ამომრჩეველს დავუსვამთ კითხვას, არსებობს თუ არა „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ოპოზიციის აღქმას გაიზიარებს და პლებისციტზე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
ახლა კი სერიოზულად: ზუსტად ასეთივე ნონსენსია ის, რომ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა დაამკვიდრეს, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ერთხმად აღიარებულ კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ", - წერს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტიელბა საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტონ, რომლებიც ამის თობაზე განცხადებით მიმართავენ. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.
კობახიძე აანონსებს კანონპროტეტის ინიცირებას, რომელმაც შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობა" არჩევნების მიღმა დატოვოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმანს პირველივე შეკრებისთანავე დააინიცირებენ და სამუშაოდ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოიწვევენ. თუ კომისია გადაცდომას დაადგენს, მაშინ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.