Pfizer–ის COVID-19–ის ვაქცინით გერმანიაში პირველი პაციენტი – 101 წლის ქალი აიცრა

გამოქვეყნდა:

101 წლის ქალი, ედიტ კვოიზალა, გერმანიაში პირველი ადამიანია, ვინც კორონავირუსის ვაქცინით აიცრა. 

იგი საქსონია-ანჰალტის მხარეში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს; მის გარდა, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით მოგვიანებით 40 მოხუცი და 10 თანამშრომელი აიცრა.

ცნობისთვის, გერმანიამ ვაქცინის ათი ათასობით დოზა 26 დეკემბერს მიიღო, რომელიც მოგვიანებით ვაქცინაციის ცენტრებში დანაწილდა. ქვეყანა, პირველ რიგში, 80 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსა და სამეიცინო სფეროში დასაქმებულებს აცრის.

ცნობისთვის, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველმა დიდმა ბრიტანეთმა დაამტკიცა და აცრა 8 დეკემბერს დაიწყო.

მოგვიანებით ვაქცინა დაამტკიცა აშშ-მაც.

აქვე - მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებმა კორონავირუსის ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ. 

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა - საბოლოო შედეგების მიხედვით - 95%-ით ეფექტურია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი