COVID-19-ის ახალი შტამი ირანშიც დადასტურდა - ქვეყანამ ვაქცინის შესაძენად თანხა უკვე გადარიცხა

გამოქვეყნდა:

ირანში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა დღეს - 5 იანვარს დადასტურდა

"სამწუხაროდ, დღეს კორონავირუსის ბრიტანული მუტაცია ჩვენს თანამოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ინგლისიდან დაბრუნდა.. ის მკურნალობას ჩვენს ერთერთ კერძო კლინიკაში გადის", - თქვა ირანის ჯანდაცვის მინისტრმა საიდ ნამაკიმ.

ოფიციალური ირანის თქმით, ქვეყანამ დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად საჭირო თანხების მობილიზებაც შეძლო და ევროპული ბანკების დახმარებით 16.8 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაიციის Covax პროგრამაში. 

"შეთანხმებული ტრანზაქცია ახალი წლის პირველივე დღეებში განხორციელდა... მიუხედავად ამერიკის სანქციების მიერ შექმნილი დამატებითი გამოწვევებისა", - წერს ირანის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი აბდოლნაზერ ჰელმატი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ამბობენ, რომ მათ მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები ჰუმანიტარულ პროდუქციას არ ეხება. 

აქვე გეტყვით, რომ დღეს აშშ-მ ირანს ახალი სანქციებიც დაუწესა, რომელიც ქვეყნის მეტალუგიულ სფეროს ეხება.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი და უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი პირველად ინგლისში აღმოაჩინეს; ის მალევე გავრცელდა მსოფლიოში, გუშინ კი ვირუსის ახალი შტამი საქართველოშიც დადასტურდა.

რა ვიცით COVID-19-ის ახალ ვარიანტზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი