
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მას შემდეგ რაც, სენატმა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად გააფორმა აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო ისტორიაში საუკეთესო პირველი ვადის დასასრულია.
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ გავაგრძელებდით ბრძოლას, რომ ყველა იურიდიული ხმების დათვლა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს საპრეზიდენტო ისტორიაში საუკეთესო პირველი ვადის დასრულებას, ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლის დასაწყისია იმისათვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გახდეს", - თქვა ტრამპმა.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ძალაუფლების კანონიერი გადაცემა მოხდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს ეწურება ტრამპს საპრეზიდენტო ვადა და ჯო ბაიდენის ინაუგურაციაა დაგეგმილი. კომენტარი Twitter-ზე მისმა სპიკერმა გამოაქვეყნა, რადგან სოციალურ ქსელში ტრამპი მისი განცხადებების გამო დაბლოკილია:
შეგახსენებთ, რომ კონგრესმა ბაიდენი პრეზიდენტად სხდომის ჩაშლის მცდელობის მიუხედავად დღეს მაინც გააფორმა. სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232.
სენატში სხდომა 12 ხმის დათვლის შემდეგ შეწყდა, მაშინ, როცა კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. არეულობის და დაპირისპირების დროს ერთი ქალი დაიჭრა და აგრდაიცვალა, მიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა მინიმუმ 14 პოლიციელი, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამერიკის დედაქალაქი კვლავაც კომენდანტის საათი მოქმედებს, ვაშინგტონის მერმა ის 15 დღით გაახანგრძლივა.
თეთრი სახლი კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ დატოვეს თანამშრომლებმაც, ბოლო ვინც მსგავსი გადაწყევტილება მიიღო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილეა, მანამდე კი გადადგნენ: პრესს მდივნის მოადგილე სარა მათეუსი, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსი, სტეფანი გრიშამი და თეთრი სახლის სოციალური მდივანი რიკი ნიცეტა.