ადასტურებს მის დაკვეთას და რუსებთან კავშირს - ხოშტარია კარტოგრაფებზე ივანიშვილის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ "კარტოგრაფების" საქმეზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება ადასტურებს, რომ ეს გამოძიება მისი დაკვეთა იყო და რომ საქმესთან რუსეთია კავშირში.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა ინტერვიუს დროს დავით ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვება გმირობად შეაფასა და თქვა, რომ ხიდაშელი მასზე არანაკლები ქველმოქმედი, პატრიოტია. ივანიშვილის განცხადებით,  ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვებმა ქვეყანას ერთი მხრივ აარიდა მეზობელ სახელმწიფოსთან კამათს, სირცხვილს ხოლო მეორე მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაარჩინა შუაზე გაჭრას.

"კარტოგრაფების საქმეზე ივანიშვილის გამცხადება არა მარტო იმას ადასტურებს ღიად, რომ მისი დაკვეთაა ეს საქმე, არამედ რუსებთან ამ საქმის კავშირსაც. რუსეთისან ჩამოტანილი რუკა (არადა აქ იყო ეს რუკა) სწორედ შავბნელი ხიდაშელისგან. ხიდაშელი, სხვათშორის, ბიძინასი არ იყოს პანამა ფეიფარებშიც ფიგურირებს. ოფშორ ბიჭუნები", - წერს ელენე ხოშტარია.

ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძეც, რომელიც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან უფრო ცხადი გახდა, თუ საიდან იღებს სათავეს ის უსამართლობა, რასაც ამ საქმეში აწყდებიან.

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავესპროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი