ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს - საძაგლიშვილი პროცესის ჩანიშვნაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა. ნიკა გვარამიაც და მისი ადვოკატიც კიდევ ერთხლე აღნიშნავს, რომ ეს საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს გამოცხადებული ჰქონდა, რომ ისეთ პროცესები, სადაც აღმკვეთად პატიმრობა არაა გამოყენებული, არ განახლდებოდა მანამ სანამ პანდემია არ დასრულდებოდა სასამართლო მაინც ჩაინიშნა.

"პირველ დეკემბეს ჩაინიშნა გვარამიას პროცესი მაგრამ მოერე დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ვინაიდან ქევაყანში იყო კოვიდპანდემია, ამის გამო პროცესი გადიადო, ბუნებრივია, მაშინაც ჩვენთვის სასაცილო იყო ეს არგუმენტი, იმიტომ, რომ პანდემია არ დაწყებულა დაკემბერში და ახლა მითუმეტეს სასაცილოა, რადგან ვიცით, ასეა ცნობილი, რომ ჯერ ჯერობით კოვიდპანდემია არ დამარცხებულა საქართველოში. ეს არის მანიშნებელი იმის, რომ პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და სასამართლო არის შემსრულებელი", - თქვა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა. 

ფაქტი უკვე შეაფასეს ოპოზიციაშიც, სადაც ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ხელისუფლებას მისი კრიტიკოსები არ მოსწონს და სასამართლო პოცესებით ცდილობს მათ შეშინებას.

"მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ძალიან დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის დავალებით დვენის ნიკა გვარამიას, დევნის იმიტომ, რომ იგი არის ერთ ერთი მთავარი წინაღობა და თავისუფალი მედია არის ერთ ერთი მთავარი წინაღობა იმ უკნონობის გზაზე, რომელსაც ჩადის ეს რეჟიმი", - თქვა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ. 

პოლიტიკოს, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ნიკა გვარამია პოლიტიკური დევნის ქვეშაა და სასამართლოების დანიშვნა თუ გაუქმება მთლიანად ხელისუფლების სურვილებზეა დამოკიდებული. 

"ევროპული საქართველოს" შეფასებით, წლებია იმ ადამიანების მიმართ გრძელდება დევნა, რომლეიც ივანიშვილისგან განსხვავებულად აზროვნებს და ხელისუფლება მათთან "კატა-თაგვობანას" თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლომ პროცესი პირველ დეკემბერსაც ჩანიშნა და ის წესით 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო. იმავე დღეს ჩაინიშნა ირაკლი ოქრუაშვილისა და ნიკა მელიას პროცესებიც, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ ყველა მათგანი გაურკვეველი ვადით გადადო.

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას. თუ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ ეს საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება.

2019 წლის ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება უსაფუძვლოა და ის საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები საერთოდ არაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი