ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ავამუშავოთ - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ავამუშავოთ. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რაც სამთო კურორტებზე ხდება უკიდურესად სამწუხაროა.

"ჩვენ ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ. ყველანი ვხედავთ რა ხდება ახლა ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად სამწუხარო. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძიზე, ის მდგომაროება, რომელიც დღეს იქ არის, მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი შევუნარჩუნოთ და მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით, რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელებიც გაგვეხსნება სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის", - თქვა გიორგი გახარიამ. 

პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია.  სწორედ ამ მიზეზით, ისინი შეზღუვდების კიდევ უფრო შემსუბუქებას, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას და საგანმანათლებლო დაწესებულებების ამუშავებას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავენ, რაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 050 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი