The Daily Beast: პუტინისადმი მეგობრულად განწყობილი მილიარდერი ედემის ბაღის გაშენებას ცდილობს

გამოქვეყნდა:

"პუტინისადმი მეგობრულად განწყობილი მილიარდერი ედემის ბაღის გაშენებას ცდილობს" - ამ სათაურით სტატიას ამერიკული სააგენტო, The Daily Beast, აქვეყნებს.

სტატია ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის ფილმს - "Taming the Garden"-ს - ეხება და როგორც გამოცემა წერს, მასში ასახულია მილიარდერისა და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ეგზოტიკური ხეების გადაზიდვით გატაცება.

ცნობისთვის, ფილმის პირველი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე 31 იანვარს შედგა, მეორე კი დღეს - 2 თებერვალს. 

კინოფესტივალის გვერდზე "Taming the Garden"-ის შესახებ ნათქვამია, რომ ფილმი მდიდარი კაცის მიერ ხეების ამოთხრასა და საკუთარი ედემის ბაღში გადატანაზეა. საზოგადოების ნაწილისთვის კი ხის ამოთხრა, არა მხოლოდ დაზიანებული გზის საფარი, არამედ მათი კოლექტიური მეხსიერების და იდენტობის ძარცვაა

შეგახსენებთ, რომ ქართველ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს, საკუთარ დენდროპარკში გიგანტური ხეები გადააქვს. გიგანტური ხეების გადარგვის პროცესი ვერ შეაფერხა ვერც ვირუსის ეპიდემიამ და ვერც კორონაკრიზისმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი