ციხეში ჩაჯდომა თუ იქნება საჭირო, ჩავჯდები, ოღონდ უსამართლოდ და სამართლიანი სასამართლო ჩასვამს წულუკიანს და ივანიშვილს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, "ღამის მთავარში" ამბობს, რომ მის ნომერზე მისული მესიჯების უმეტესობა "წულუკიანის გინებაა".

"შემომივიდა 1 700 მესიჯი, რომელთა უმრავლესობაც, 99% არის წულუკიანის გინება და ჩემ მიმართ, ჩემთვის, უხერხულად აღსაქმელი ქება და სიყვარული. ასე თუ ვუყვარდი ადამიანებს, არ მეგონა, მადლობა ჯალათის ასულ ჯალათ თეა წულუკიანს... მე მტკივა, როდესაც შიგნიდან მარტყამენ, ზურგში მახვილის ჩაცემა, თორემ თეა წულუკიანი რას იტყვის, საერთოდ არ მაინტერესებს, თეა წულუკიანი არის დახვრეტების ჩემპიონის შვილი..."ამბობა ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამ ყველაფერს მიზანმიმართულად, ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით აკეთებს, თუმცა უშედეგოდ.

რაც შეეხება სასმართლო პროცესებს, რომელიც მოსამართლემ ყოველი კვირის ოთხშაბათს გაწერა, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სამართლიანობის მოლოდინი არ აქვს

კი არ გავიქცევი, ვიქნები აქ, ციხეში ჩაჯდომა თუ იქნება საჭირო ჩავჯდები, ოღონდ უსამართლოდ ჩავჯდები და სამართლიანი სასამართლო ჩასვამს წულუკიანს და ბიძინა ივანიშვილს, ამას ვპირდები ორივეს, მათი დაჭერისთვის კი არა სამართლიანი სასამართლოსთვის...

არანაირი მოლოდინი არ მაქვს სასამართლოსგან. ყოველ ოთხშაბათს, გამოწერილივით, 3 საათზე ვიქნები პროცესებზე",
- ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ "მთავარის" გენერალურ დირექტორს დაურეკოს და რასაც დაარიგებს, პარლამენტში ის ილაპარაკოს.

წულუკიანის განცხადებას პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეისწავლის.

თავის მრივ, ნიკა გვარამიამ წულუკიანზე თქვა, რომ უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია და რომ ყველანაირ დევნილად აქცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი