სამნიძე: რისი დამტკიცებაც გვინდოდა - პასუხიც არ აქვს მდინარაძეს

გამოქვეყნდა:

მამუკა მდინარაძის პასუხს "რესპუბლიკელების" მზადყოფნაზე, პარლამენტში, უბარიერო პროპორციული სისტემის კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა, პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ეხმაურება:

რისი დამტკიცებაც გვინდოდა - პასუხიც არ აქვს მდინარაძეს! ჯერ შემოდითო გვაშანტაჟებს. და კანონპროექტი დადეთ ჯერ და ხმა გექნებათქო და პასუხად მივიღეთ, რა დროს ეგაა პრობლემებია ქვეყანაშიო. გაბედეთ კანონპროექტის დარეგისტრირება! სულ შანტაჟი არ გაგივათ!" წერს სამნიძე.

მდინარაძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, 2024 წლის არჩევნებისთვის უბარიერო საარჩევნო სისტემაზე გადასვლის განხილვას პირდებოდა, რესპუბლიკელების განცხადებას დღეს "ბავშვური თამაში" უწოდა.

მზად ვართ, უბარიერო პროპორციული არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღოთ - ასე უპასუხეს "რესპუბლიკელებმა" დღეს ქართულ ოცნებას, რაც დანარჩენი ოპოზიციისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი