ნიკა მელიას სასამართლო პროცესის დაწებამდე რამდენიმე წუთით ადრე, განცხადება გააკეთა საქმის პროკურორმა. მიხეილ სადრაძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე მათ პოზიციას გაიზიარებს.
"სხდომაზე განიხილება შუამდგომლობა. მოსამართლე მოისმენს მხარეების პოზიციას და მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა დასაბუთებულია. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ჩვენს პოზიციას გაიზიარებს სასამართლო. რაც შეეხება არგუმენტაციას, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონის დანაწესებთან. ჩვენი პოზიცია არის დასაბუთებული. ალტერნატივა კანონის მიხედვით, არის ის, რომ უნდა იქნეს გამოყენებული მკაცრი ღონისძიება",- განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, როგორ აპირებს პროკურატურა გადაწყვეტილების აღსრულებას, პროკურორი არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ეს დროის მოკლე ვადებში უნდა მოხერხდეს.
"არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც დაევალებათ ამის შესრულება",- დასძინა პროკურორმა.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, დღეს, 16:00 საათზე დაიწყება.
ამავე თემაზე:
მხარეებს მოვუწოდებ, გადადგით ნაბიჯები, რათა სიტუაცია არ გამწვავდეს - კარლ ჰარცელი მელიას საქმეზე
ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ დაესწრება
დასავლეთს ექნება უმკაცრესი რეაგირება - ექსპერტების შეფასება მელიას შესაძლო დაკავებაზე
თუ საქართველოს სურს, უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის დაპატიმრება - პავილიონისი
იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც კლანი უბრძანებს - არასამთავრობოები მელიას მოსამართლეზე
ერთპარტიული პარლამენტის აჩრდილი აედევნა საქართველოს - იან კელი მელიას საქმეზე
ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას - სრული სია