"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატი ფიქრობს, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გენერალური პროკურატურის მოთხოვნა, ენმ-ის თავმჯდომარის დაკავებასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდება.
დიტო საძაგლიშვილის თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, არა მოსამართლის, არამედ ხელისუფლების გადაწყვეტილება იქნება.
"დღეს ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას ჩვენ არ მოვისმენთ. ჩვენ მოვისმენთ ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწვეტილებას. უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება იქნება გახმოვანებული სასამართლოს შენობაში და იქნება გახმოვანებული მანტიაში ჩაცმული ადამიანის მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი აქტიურობა, ჩვენი პოზიციების არგუმენტირებულობა, არანაირ გავლენას არ მოახდენს მოსამართლეზე ცხადია, რომ ჩვენ მაინც ყველაფერს გავაკეთებთ",-თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, დღეს, 16:00 საათზე დაიწყება.
ამავე თემაზე:
მხარეებს მოვუწოდებ, გადადგით ნაბიჯები, რათა სიტუაცია არ გამწვავდეს - კარლ ჰარცელი მელიას საქმეზე
ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ დაესწრება
დასავლეთს ექნება უმკაცრესი რეაგირება - ექსპერტების შეფასება მელიას შესაძლო დაკავებაზე
თუ საქართველოს სურს, უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის დაპატიმრება - პავილიონისი
იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც კლანი უბრძანებს - არასამთავრობოები მელიას მოსამართლეზე
ერთპარტიული პარლამენტის აჩრდილი აედევნა საქართველოს - იან კელი მელიას საქმეზე
ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას - სრული სია