სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ 16 თებერვალს მიიღო.

"ეს ზომა უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ" - წერია დოკუმენტში. 

გადაწყვეტილებას უკვე უპასუხა რუსეთის იუსტიციის მინისტრმა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოს მოთხოვნა "არამიზნობრივი და უკანონოა". მისივე განცხადებით, ნავალნის პატიმრობიდან გათავისუფლების "არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს".

შეგახსენებთ, მოსკოვის სასამართლომ 2 თებერვალს დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და "ივ როშეს" საქმეზე ალექსეი ნავალნის პირობითი მსჯავრი რეალური პატიმრობით შეცვალა, რის შედეგადაც ნავალნის სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა.

რუსი ოპოზიციონერი 2020 წლის აგვისტოში "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტით მოწამლეს. 

დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურები ნავალნის მოწავლაში კრემლს ადანაშაულებდნენ. კრემლი ამ ფაქტს უარყოფდა, ვლადიმერ პუტინი კი ამბობდა, რომ  რუსეთის სპეცსამსახურები ნავალნის მოკვლას თუ მოინდომებდნენ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი