ეს არ არის სახელმწიფოს ლეგიტიმური მდგომარეობა, ვიმოძრაოთ რიგგარეშე არჩევნებამდე - მარგველაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება არალეგიტიმურია, შესაბამისად, მისი თქმით, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

"ბუნებრივია, ჩვენ თუ ვსაუბრობთ სამართლებრივ სახელმწიფოზე, ეს გარკვეულწილად აბსურდული ქმედებებია, მაგრამ ჩვენ არ ვლაპარაკობთ სამართლებრივ სახელმწიფოზე. ჩვენ ვლაპარაკობთ ჯგუფზე ადამიანებისა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ გააჩნიათ ბერკეტები, შტურმის, დაპატიმრების, დატუსაღების და ა.შ. ეს არ არის სახელმწიფოს ლეგიტიმური მდგომარეობა, შესაბამისად ამ ვითარების გააზრებით, ვიმოძრაოთ რიგგარეშე არჩევნებამდე",-თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ განცხადება გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ მთელი ღამის განმავლობაში ენმ-ის ოფისში იმყოფებოდნენ ნიკა მელია, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები.

დილით ოფისში პოლიციელები მივიდნენ, მაგრამ მათ ოფისში შესვლა ვერ შეძლეს.

ამის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, აღიკვეთება.

ამას მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც მან მოუწოდა მხარეებს, ამ დილით სიმშვიდე შეინარჩუნონ, ამ განცხადებას კი ჯერ პრემიერის გადადგომა, ხოლო შემდეგ შსს-ს მიერ ნიკა მელიას დაპატიმრების ღონისძიებების გადადება მოჰყვა.

საერთაშორისო გამოხმაურებები ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი