საკოორდინაციო საბჭოს გადწყვეტილებით, თეატრები მაყურებლის სრული დასწრებით მუშაობის განახლებას პირველი აპრილიდან შეძლებენ. იგივე შემსუბუქება ეხება სპორტული სფეროს წარმომადგენლებსაც.
ხოლო 15 მარტიდან, თეატრებს, სპორტულ კლუბებს, პროფესულ ანსამბლებს რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლება შეეძლებათ.
"თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული წარმოდგენები მაყურებლების სრული დასწრებით განახლდება 1-ლი აპრილიდან", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამავე თემაზე: