საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი, ამჯერად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიას ეწვია.
გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, წულუკიანს თავისი ინფრასტრუქტურა და ის საკითხები გააცნო, რომელთა გადაჭრაც, მათი აზრით, მნიშვნელოვანია ხარისხიანი უმაღლესი განათლების უზრუნველსაყოფად.
"კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე ასევე აღინიშნა, რომ სამივე უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას უჭერს მხარს და, ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოდელის პროექტიც უკვე შემუშავებული აქვთ. შეთანხმდა, რომ მოდელის პროექტის განხილვა უახლოეს მომავალში შედგება", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები დაახლოებით, თვეზე მეტია დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა კულტურის მინისტრად დაინიშნოს.
იხილეთ ასევე: