ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიცია შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყო. როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" თქვა, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ხელისუფლების ოპონენტებმა დეტალურად გაიარეს შარლ მიშელის 6-პუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტი და განიხილეს, რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო. 

დოკუმენტი შეთანხმებული არ იყო და უნდა შეთანხმებულიყო "ქართულ ოცნებასთან", მაგრამა ხლოს ვიყავით შეთანხმებასთან. გავიარეთ ყველაფერი ძალიან დეტალურად, რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან.. საღამოს, მე არ ვიცი, რა მოხდა იმ შეხვედრაზე, მაგრამ ძალიან საყურადღებო იყო, რომ "ოცნებამ" დაგვიანონსა, რომ მოლაპარაკებები შეწყდა და პრემიერის ბრიუსელიდან დაბრუნებამდე არ გაგრძელდებოდა.. რამდენიმე წუთში კი ბატონი დანიელსონი გამოვიდა და თქვა, რომ რჩებოდა და მოლაპარაკება ხვალ გაგრძელდებოდა. პირდაპირი წინააღმდეგობა დაფიქსირდა "ოცნებისა" და ევროკავშირის გზავნილს შორის, - ამბობს ბაქრაძე. 

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონისა და "ქართული ოცნების" მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დანიელსონის ვიზიტი დასრულდა და "მოლაპარაკებები გაგრძელდება ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ". რამდენიმე წუთში კი სპეციალური ბრიფინგი გამართა კრისტიან დანიელსონმა და საზოგადოებას ვიზიტის ერთი დღით გახანგრძლივება შეატყობინა. 

ამავე თემაზე:

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი დღეს, 14 მარტს უნდა დასრულებულიყო. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი