პროვოკაციების შეწყვეტა და კომპრომისის ძიება - ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

გამოქვეყნდა:

პროვოკაციების შეწყვეტა და კომპრომისის ძიება - ეს არის მთავარი გზავნილი ბრიუსელიდან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მიიღეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული კონსულტაციები კონკრეტული შედეგის გარეშე სრულდება, მაგრამ ქვეყნის ევროპელი პარტნიორები მოითხოვენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან, რომ საერთო ენა გამონახოს ოპოზიციასთან. რა შეიძლება იყოს კომპრომისის საერთო წერტილები - ჩამონათვალი ცნობილია და ახლა უკვე ხელისუფლების გადასაწყვეტია რა მიმართულებით წავა დათმობებზე. 

სწორედ "ქართულ ოცნებას" აკისრია პასუხისმგებლობა პოლიტიკური ჩიხის დაძლევაზე - ეს პოზიცია აქვთ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებსაც აქვთ პარალელური გზავნილი ოპოზიციისთვისაც. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული დათმობების ფონზე ოპოზიციამ უნდა გაააქტიუროს საპარლამენტო საქმიანობა.  

ამავე თემაზე: 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი