დასავლეთის გაფრთხილება ხელისუფლებას - ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

გამოქვეყნდა:

დასავლეთი აძლიერებს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე. ევროკავშირის უმაღლესი რამგის პოლიტიკოსების პარალელურად ქართული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესში შეერთებული შტატების და ნატოს ლიდერები ერთვებიან. ვაშინგტონში, სენატში საქართველოს საკითხზე სპეციალური მოსმენა დაინიშნა. ბრიუსელში კი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დიპლომატიურად განუმარტეს, რომ პოლიტიპატიმრების არსებობა ქვეყანაში, რომელიც დასავლურ სტრუქტურებთან დაახლოებას ცდილობს - დაუშვებელია.

ამ ზეწოლის მიუხედავად "ქართული ოცნების" ხელისუფლება რიტორიკას ჯერჯერობით არ ცვლის. საქართველოს პრემიერმინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან აუდიენციის დასრულების შემდეგ არც ქართული პოლიტიკური კრიზისის და არც რუსული აგრესიის კიდევ ერთხელ აღიარება ისურვა.

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 15 მარტს, გაემგზავრა. პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი