ენმ-ს ოფისზე თავდამსხმელი - რა კავშირი აქვს დიმიტრი კასრელიშვილს "ქართულ ოცნებასთან"

გამოქვეყნდა:

თავდამსხმელი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისზე გაკრულ ბანერს ესროლა, დაკავებულია. დიმიტრი კასრელიშვილის საქმეს ძალოვანები მძიმე მუხლით იძიებენ, თუმცა, არ არის გამორიცხული, ბრალდული, რომელმაც ოპოზიური პარტიის ოფისს ცეცხლი გაუხსნა, დანაშაულისგან მსუბუქი სასჯელით გათავისუფლდეს.

სამართალდაცვლების განცხადებით, იარაღი, საიდანაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა გაისროლა, არ იყო ცეცხლსასროლი. სახელისუფლებო პარტიის მიმართ კასრელიშვილის სიმპათიებს ადასტურებენ დაკავებულის ახლობლები, რაც შესაძლოა დაკავებულისთვის ბრალის წარდგენის გადამწყეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. 
 

ამავე თემაზე: 

 

დეა მამისეიშვილის რეპორტაჟი: "ვინ დაცხრილა ნაცების ოფისი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი