ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯორჯ კენტი ნიკა მელიასთან დაკავშირებით სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საუბრობს, სადაც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს.

ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ კრიზისი გაამწვავა. მისი დაკავება იყო უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის.. საქართველოს დემოკრატიისთვის ეს გადამწყვეტი მომენტია.
როგორც საქართველოს მოკავშირემ და მეგობარმა, აშშ-მ გულწრფელად უნდა ისაუბროს მაშინ, როცა ქართველი ლიდერები, განსაკუთრებით კი მმართველი პარტიიდან, ქართველი ხალხის არჩეული გზიდან გადახვევას იწყებენ, - ამბობს ჯორჯ კენტი. 

ნიკა მელია 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს. გამთენიას, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარი და მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. მაშინ სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. მაშინ ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ. მეორე დილას გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. გახარიას პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია აიყვანა. 

ნიკა მელიას დაკავებიდან ორ დღეში, პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ უწყება
მზადაა,
ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი