პროკურატურა აღიარებს, რომ მელიას პატიმრობა არაა უალტერნატივო აღკვეთი - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, პროკურატურის საჯარო განცხადებით, ის აღიარებს, რომ მელიას პატიმრობა არ არის უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება და აღკვეთის ღონისძიების შეცვლა გირაოთიც შესაძლებელია.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, მელიას მიმართ ნებისმიერი სახის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მისი მხრიდან მიმალვის, ან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი არ არსებობს.

"პროკურატურის საჯარო პოზიცია კანონის ენაზე ნიშნავს შემდეგს - პროკურატურა თვითონ აღიარებს, რომ პატიმრობა, ანუ ის პოლიტიკური პატიმრობა, რომელიც შეფარდებული აქვს ნიკა მელიას, არ არის უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება და მათივე განმარტებით, გირაოს ქვეშაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

ჩვენი პოზიციაა, რომ ნიკა მელიას მიმართ უნდა გაუქმდეს ნებისმიერი სახის ღონისძიება. არ არსებობს რისკი არც მისი მიმალვის, არც ახალი დანაშაულის ჩადენის.

ნიკა მელიას დაკავება და პატიმრობა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, როდესაც სასამართლო იმსჯელებს პატიმრობის განგრძობადობის საკთხზე, კანონის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე და პროკურატურის პოზიციიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ პატიმრობა არ არის უალტერნატივო და ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული იქნება ნიკა მელიას შეუცვალოს ან გაუუქმოს აღკვეთის ღონისძიება, რაც გამოიწვევს მის მყისიერად გათავისუფლებას",- თქვა კონდახიშვილმა.

დღეს, 8 აპრილს გახდება ცნობილი გათავისუფლდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია. საქმეზე არსებითი განხილვა იწყება, თუმცა არაა გამორიცხული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხიც დააყენოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.

მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგათანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. 

გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი