ბრალდების მხარეს უტყუარი მტკიცებულებები და მყარი პოზიციით იქნება - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის წარმომადგენლის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებები აქვთ. უწყების განცხადებით, არაერთი მოწმის ჩვენება და ვიდეო ჩანაწერები აქვთ.

"ბრალდების მხარე იქნება წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით და მყარი პოზიციით, რასაც სასამართლო ძალიან ნათლად დაინახავს ამ საქმის განხილვის ეტაპზე. ნიკანორ მელიას მიმართ წარდგენილი ბრალდების შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტი არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოს მიერ, სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა, რომ არსებობს ერთის მხრივ დასაბუთებული ვარაუდი, მის მიერ დანაშაულის ჩადენისა, მეორეს მხრივ, ალბათობის მაღალი ხარისხიდან შედარებით უფრო მაღალი ხარისხია მტკიცებულებით სტანდარტთან მიმართებით. საქმეში მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, არაერთი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ნიკანორ მელიას მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობასა და ამ ქმედებების ორგანიზებას, რომელიც განხორციელდა პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე", - თქვა ამირან გულუაშვილმა. 

დღეს, 8 აპრილს გახდება ცნობილი გათავისუფლდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია. საქმეზე არსებითი განხილვა იწყება, თუმცა არაა გამორიცხული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხიც დააყენოს. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი