
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლე ნინო ჩახნასვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ არც სხვა შუამდგომლობები დააკმაყოფილა, კერძოდ:
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 13 მარტს თქვა, რომ გიორგი გახარიამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 17 თებერვალს, საღამოს შეცვალა. მისი თქმით, იმჟამინდელ პრემიერმინისტრს მელიას დაკავების რამდენიმე დღით გადადება სურდა. კობახიძე ამბობს იმასაც, რომ "ოცნების" წევრებისთვის გახარიას ეს არგუმენტი მყარი არ აღმოჩნდა.
რაც შეეხება ივანე გულიაშვილს, "პოსტ კრიპტუმთან" ინტერვიუში გულიაშვილიმა 2019 წლის 20 ივნისის გავრილოვის ღამის შემდეგ საპროტესტო აქციების დროს, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნების მიერ გაცემულ უკანონო და ხშირ შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ ბრძანებებსაც შეეხო.