ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივ დასკვნას ოპოზიციური პარტიების წევრები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ კანონში ცვლილებების შესვლამდე, რეკომენდაციები აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული.
"ეს არის სერიოზული რეკომენდაციები, რომელიც რა თქმა უნდა მოუწევს "ქართულ ოცნებას" რომ გაითვალისწინოს." - ამბობს სერგო ჩიხლაძე "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი.
ოპოზიციის ნაწილს კი არ აქვს მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი პარტნიორების რჩევებს გაითვალისწინებს და ასეთ შემთხვევაში, მომდევნო არჩევნებიც არაერთი დარღვევის ფონზე ჩატარდება.
"გამოწვევები, რომლებიც ოპოზიციას ყველა არჩევნების წინ ჰქონდა რჩება იგივე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ძალიან სარისკოა ქართული ოცნების ხელში ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა." - ამბობს ანზორ ბიწაძე
"თუ არ გაითვალისწინებს "ქართული ოცნება" ეუთო/ოდირის დასკვნას, მე ვფიქრობ, რომ ისევ იგივე შედეგს მიიღებს." - ამბობს დავით ჭიჭინაძე
"კონკრეტულ შენიშვნებს აძლევენ ხელისუფლებას და ამბობენ, რომ რჩევები უნდა გაითვალისწინონ." - ამბობს ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი
სხვაგვარად ფიქრობს მმართველი გუნდი, სადაც გამოქვეყნებულ დოკუმენტს აფასებენ, როგორც "პოზიტიურს" და პირობას დებენ, რომ ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.
შალვა პაპუაშვილმა დღეს კონკრეტული თარიღი დაასახელა და თქვა, რომ 10 -11 მაისს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაც იქნება, სადაც კანონპროექტის შესახებ იმსჯელებენ.
ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი, 26 გვერდიანი დასკვნის შინაარსი დღეს გახდა ცნობილი.