
პროკურატურის ანგარიშზე ნიკა მელიას გირაოს თანხა უკვე ჩარიცხულია, თუმცა ამის მიუხედავად საგამოძიებო უწყებას თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით ჯერ არ მიუმართავს.
როდის იმსჯელებს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის საქმეზე ჯერჯერობთ უცნობია.
ევროკავშირმა სპეციალური ფონდის საშუალებით ნიკა მელიას გირაო - 40 ათასი ლარი გუშინ გადმორიცხა.
დღის ბოლოს გაირკვა რომ დოკუმენტები რომლებიც პროკურატურას ევროკავშირისგან უნდა მიეღო, უწყებაში დაგვიანებით ნახეს. იმ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარია დაკეტილი იყო.
პროკურატურას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია
ამავე თემაზე: