სპეცოპერაცია ცაში | ცივილიზებული სამყარო სანქციებზე ალაპარაკდა

გამოქვეყნდა:

ლუკაშენკოს დავალებით, ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად, მინსკში თვითმფრინავი დასვეს.

26 წლის რომან პრატასევიჩი ოპოზიციონერი აქტივისტი და ტელეგრამ არხის, "ნექსტა ლაივის" ერთ-ერთი ადმინისტრატორია. არხი აქტიურად აშუქებდა საპროტესტო გამოსვლებს საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

არჩევნებიდან რამდენიმე თვეში კი ლუკაშენკოს ხელისუფლებამ "ნექსტას ლაივის" დამფუძნებლები ტერორისტთა სიაში შეიყვანა.

ჟურნალისტი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილად გამოაცხადეს და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გარდა, სოციალური შუღლის გაღვივებაშიც დაადანაშაულეს. პრატასევიჩმა​ თავი ლიეტუვას შეაფარა.

ჟურნალისტის დაკავებას და თან ასეთი ფორმით, მალევე მოჰყვა საკმაოდ მწვავე შეფასებები ევროპასა და შეერთებულ შტატებში

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ინიციატივით გამოვიდა, რომ ბელარუსის საჰარო სივრცე საფრთხისშემცველ ზონად გამოცხადდეს, ქვეყნის ავიახაზებს კი ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში ფრენები აეკრძალოს. 

ერთობლივი განცხადება გააკეთეს გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.

უკრაინამ, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაიწყეს მუშაობა, რომ ბელარუსთან ფრენები შეწყვიტონ და აღარც მისი საჰაერო სივრცე გამოიყენონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კი თავის ოფიციალურ განცხადებაში ჟურნალისტის დაკავება არც კი უხსენებია და მხოლოდ სამი წინადადებით შემოიფარგლა. 

სამარცხვინო განცხადება არასწორი აქცენტით - ასეთი გამოხმაურება მოჰყვა საგარეოს ოფიციალურ პოზიციას საქართველოში საერთაშორისო მიმოხილველებისა და ოპოზიციის მხრიდან.

ამავე თემაზე:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი