მწერლები წულუკიანის წინააღმდეგ | ხელოვანები წითელი ინტელიგენციის წერილს ემიჯნებიან

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანის მორიგი დაპირისპირება ხელოვანებთან. ათობით ადამიანს, იმათ, ვინც გუშინ ხელოვნების მუზეუმის დასაცავად და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად შეიკრიბა, კულტურის მინისტრმა დასცინა.

წულუკიანმა საგანძურის მცველები ჩაფლავებული აქციების მონაწილეებად მოიხსენია და ცოცხალი ჯაჭვის ორგანიზებაში დახმარება შესთავაზა. განცხადება კი, კულტურის მინისტრმა ისე გააკეთა, რომ საჯარო ბრიფინგზე კრიტიკული მედია არ მიუწვევია და მხოლოდ ის მედიასაშუალებები დაპატიჟა, ვისგანაც არც კრიტიკას და არც ზედმეტ კითხვას არ ელის.

სამაგიეროდ, დღეს წულუკიანმა საჩუქარი მიიღო წითელი ინტელიგენციისგან და მწერლების ნაწილმა ღია წერილით მინისტრს მწერალთა სახლში დაუყოვნებელი რეფორმების ჩატარებისკენ მოუწოდეს. თუმცა ბოლოს გაირკვა, რომ ის მწერლები, ვინც განცხადების ავტორებად იყვნენ მოხსენიებულნი, ღია წერილის შინაარსს საჯაროდ გაემიჯნენ და ღიად თქვეს, რომ მათთვის უცნობია, ვისი ინივიატივით შეიქმნა მიმართვა და როგორ მოხვდა მათი სახელები და გვარები წერილში. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი