"არ შეიძლება ყველაფერი ერთ უწყებას დაბრალდეს"- ტიკარაძე კულტურის სამინისტროს კონცერტებზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გუშინ, თელავში კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ კონცერტს ეხმაურება და ამბობს, რომ "არ შეიძლება ყველაფერი ერთ უწყებას დაბრალდეს".

მისი თქმით, დღეს ჩანიშნული ღონისძიება, მისი ინფორმაციით აღარ გაიმართება.

"ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია და ჩვენ სწორედ ახლა გვაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე, რომ ეს ღონისძიება არ ტარდება, ტარდება მხოლოდ ჯილდოების გადაცემა, რომელიც იქნება სრულად დაცული იმ რეგულაციების ფარგლებში. 

ამასთან დაკავშირებით [გუშინდელი კონცერტი] ჩვენ გვქონდა რა თქმა უნდა კომუნიკაცია, და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ყველაფერი დაბრალდეს ერთ უწყებას, ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს მხრიდან ორგანიზებული. შრომითი ინსპექცია მუშაობს როგორც კონცერტებთან მიმართებაში, ისე სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებაში", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ცნობისთვის, თელავის თეატრში გუშინ კორონავირუსით გარდაცვლილი თემურ წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარდა.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი