ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების საკითხს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყანას შიდა რესურსი აქვს და საგარეო ვალის აღების საჭიროება არ არის.
"საკითხი დგას მარტივად, დღეს ჩვენ ვსაუბრობდით რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ერთი მილიარდი ლარი დამატებით გამოიმუშავა. ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამასა და საქმეს მოვახმაროთ. საგარეო ვალი, რომელიც ისედაც საკმაოდ გაგვეზარდა პანდემიის გამო, აღარ უნდა გავზარდოთ. აქ ხომ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე. ეს არის სესხი, შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი",-თქვა მან.
პრემირემინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ფინანსური დახმარებისგან მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს. მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს, ის ამტკიცებს, რომ ქვეყანამ ეტაპობრივად ვალის შემცირება დაიწყო.
ამავე თემაზე "ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის დახმარეაბს "ფინანსური დატვირვთა არ აქვს", რადგან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.
ცნობისთვის, დახმარების მისაღებად ხელისუფლებას რეფორმები როგორც ფინანსური მმართველობის გაუმჯობესების, ისე მართლმსაჯულების მიმართულებით უნდა გაეტარებინა. რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ 23 აგვისტოს, ტვიტერზე დაპოსტა.
ამავე თემაზე: