უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი დაიბარა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი მიიწვია - ინფორმაციას Tass ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, უკრაინაში საქართველოს ელჩი მიიწვიეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თბილისში დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.

დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიზეზად, დაკავების საფუძვლებისა და გარემოებების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღება დაასახელა. 

"მედიაში ვხედავთ ინფორმაციას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავების შესახებ. უკრაინაში საქართველოს საელჩოს უფროსი მიწვეულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მიიღოს ოფიციალური ინფორმაცია ასეთი დაკავების საფუძვლებისა და გარემოებების შესახებ",- წერს უკრაინის დიპლომატიური დეპარტამენტის სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო Twitter​-ში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა.  მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს.

მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.

დღეს, 1 ოქტომბერს საღამოს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

იხილეთ ასევე:

"მიხეილ სააკაშვილი მეოთხე დღეა საქართველოშია, გუშინ იყო კანცელარიასთან ძალიან ახლოს" - ეკა ხერხეულიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი